რა დროს გამოიყენება ლექსოტანი?

ლექსოტანის გამოყენების ჩვენებებია: და შესაძლო დანიშნულება ემოციური დარღვევები: შფოთვა, დაძაბული მდგომარეობა, როგორც დამხმარე თერაპია დეპრესიის ფონზე არსებული შფოთვის დროს, ნერვული დაძაბულობა, მოუსვენრობა და შფოთვასთან და დაძაბულობასთან დაკავშირებული უძილობა. შფოთვით და დაძაბულობით  გამოწვეული ან გამწვავებული სხვადასხვა ორგანოების ფუნქციური და ფსიქოსომატური დარღვევების დროს. დამხმარე საშუალება შემდეგი დაავადებების მკურნალობაში: –        გულსისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემა (მაგ., გულის ფსევდოანგინა, შფოთვით გამოწვეული ტკივილი გულის არეში, ტაქიკარდია, ემოციური წარმოშობის ჰიპერტენზია, ქოშინი, ჰიპერვენტილაცია); –        კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (მაგ., დამხმარე თერაპია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, წყლულოვანი კოლიტის,  ეპიგასტრიუმში ტკივილის, სპაზმის, მუცლის შებერილობის, დიარეის დროს); –        შარდ-სასქესო სისტემა (მაგ., გაღიზიანებული შარდის ბუშტი, გახშირებული შარდვა, დამხმარე თერაპია დისმენორეის დროს); –        სხვა ფსიქოსომატური აშლილობები (მაგ., დამხმარე თერაპია ფსიქოგენური თავის ტკივილის, ფსიქოგენური დერმატოზის დროს). ლექსოტანილი ასევე ნაჩვენებია ქრონიკული ორგანული დაავადებით გამოწვეული შფოთვის და დაძაბული მდგომარეობის სამკურნალოდ და როგორც დამხმარე საშუალება ფსიქონევროზების და ფსიქოთერაპიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი