რა დროს გამოიყენება ლიპრიმარი?

ლიპრიმარის გამოყენების ჩვენებებია: – პრეპარატი გამოიყენება დიეტასთან ერთდ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის, აპო – B-s და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მატება სისხლის პლაზმაში. ასევე პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლისტერინემიით (გენეტიკური ჰეტეროზიგოტული და არაგენეტიკური ჰიპერქოლისტერინემიით), როემლთაც აქვთ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის მომატებული შემცველობა, ასევე პაციენტებში კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (ტიპები II a და II b ფრედერიქსონის მიხედვით)), პაციენტებში ტგ-ს მომატებული შემცველობით სისხლის პლაზმაში (ტიპი IV ფრედერიქსონის მიხედვით) და პაციენტებში დისბეტალიპოპროტეინემიით (ტიპი III ფრედერიქსონის მიხედვით), რომელთაც დიეტოთერაპია არ აძლევს ადექვატურ ეფექტს. – სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის შემცველობის შემცირებისათვის, ჰომოზიგოტური გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, დიეტოთერაპიისა და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდების არასაკმარისი ეფექტურობის დროს. – გულ–სისხლძარღვთა გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ კლინიკურად გამოხატული გულსისხლძარღვოვანი დაავადების სიმპტომები, აქვთ ან არააქვთ დისლიპიდემია, მაგრამ აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადების რისკ – ფაქტორები (მწეველობა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდული ქოლესტერინის დაბალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში, ან გულის იშემიური დაავადების ადრეული განვითარება ნათესავებში) ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მიზნების მისაღწევად: – გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შემცირება (ფატალური ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი); – ინსულტის განვითარების რისკის შემცირება; – სტენოკარდიის განვითარების რისკის შემცირება და რევასკულარიზაციის აუცილებლობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი