რა დროს გამოიყენება ლოდიგრელი?

ლოდიგრელის გამოყენების ჩვენებებია: ლოდიგრელი მიეკუთვნება ე.წ. თრომბოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. თრომბოციტები – არიან ერითროციტებზე და ლეიკოციტებზე მცირე ზომის სისხლის უჯრედები, რომლებიც ეწებებიან ერთმანეთს სისხლის შედედების დროს. ასეთი შეწებების დათრგუნვით, თრომბოზის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ სისხლის შედედების ალბათობას (ამ პროცესს ეწოდება თრომბოზი). ლოდიგრელი გამოიყენება სისხლძარღვებში (არტერიებში) სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით (თრომბების წარმოშობა) ათეროთრომბოზის პროცესში, რომელიც იწვევს ათეროთრომბოლიზურ დარღვევებს (მაგალითად, ინსულტი, ინფარქტი ან სიკვდილი). ლოდიგრელი ინიშნება თრომბების ფორმირებისა და მძიმე გართულებების განვითარების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, რაც შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიზეზის გამო: – თქვენი არტერიების მომატებული სიმკვრივის შემთხვევაში (ე.წ. ათეროსკლეროზი) და – თქვენ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა ან ინსულტი, ან თქვენ გაწუხებთ პერიფერიული არტერიების დაავადება, ან – თქვენ გაწუხებდათ მკერდის არეში არსებული ტკივილით მიმდინარე მძიმე მდგომარეობა, ე.წ. არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ, სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით, ექიმმა შეიძლება შეიყვანოს სტენტი გადაკეტილ ან შევიწროებულ არტერიაში. ასევე, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც ტკივილის შესუსტების, სხეულის ტემპერატურის შემცირების და სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ბევრ სამკურნალო საშუალებაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი