რა დროს გამოიყენება ლუკასტინი?

ლუკასტინის გამოყენების ჩვენებებია: ლუკასტინი ნაჩვენებია ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისათვის, ალერგიული რინიტის სიმპტომების (სეზონური და ყოველწლიური ალერგიული რინიტის) პრევენციისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. დოზირების რეჟიმი ლუკასტინი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ. ასთმის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ლუკასტინი მიიღება საღამოს.  მოზრდილები 15 წლის ასაკიდან: 10 მგ მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ბავშვებში 6-დან 14 წლამდე: 5 მგ საღეჭი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. დოზის კორექცია საჭირო არ არის. ბავშვებში 2-დან 5 წლამდე: 4 მგ (დასაღეჭი ტაბლეტი) მიიღება დღეში ერთხელ ასთმის ან სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.  პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ალერგიული რინიტის მქონე 6 თვემდე ასაკის ბავშვებში და ასთმით დაავადებულ 12 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი