რა დროს გამოიყენება ლუცეტამი®?

ლუცეტამის გამოყენების ჩვენებებია: – მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, სიფხიზლის დონის შემცირება თავის ტვინის დაზიანებისა ან მისი ფუნქციების დათრგუნვის გამო. – ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (უპირველის ყოვლისა, აფაზიის). – კუნთების კრთომა, განპირობებული ნერვულის სიტემის დაზიანებით (ქერქული მიოკლონუსი). – თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა (სისხლძარღვოვანი მოშლილობების სიმპტომებისა და ფსიქიკური დარღვევების გარდა). – ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის ფონზე განვითარებული მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით. – სხვა მეთოდებთან კომბინაციაში _შესწავლის სირთულისა და დიზლექსიის (წერილობითი მეტყველების აღქმის გაძნელება) მქონე ბავშვების შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი