რა დროს გამოიყენება მაგნევისტი?

მაგნევისტის გამოყენების ჩვენებებია: თავის და ზურგის ტვინის მრტ (კრანიალური და სპინალური მრტ) კონტრასტული გამოსახულების გაძლიერების მიზნით:
სიმსივნეების, მათ შორის მცირე და ცუდად ვიზუალიზირებადის, ოპერაციული ან სხივური თერაპიის შემდეგ სიმსივნის რეციდივის, მეტასტაზების აღმოჩენისთვის;
დიფერენციული დიაგნოზისათვის მენინგიომის, სმენის ნერვის ნევრინომის, ახლომდებარე ქსოვილებში ინფილტრაციული ზრდის მქონე სიმსივნის (მაგალითად, გლიომა) დროს;
იშვიათი სიმსივნეების დიფერენციული დიაგნოზისთვის (ჰემანგიობლასტომა, ეპინდიმომა, მცირე ზომის ჰიპოფიზის ადენომა);
ექსტრაკრანიალური სიმსივნეების ინტრაკრანიული გავრცელების ვიზუალიზაციის მიზნით. დამატებით მაგნევიტს გამოიყენება სპინალური მრტ ჩატარებისას:
ინტრა – და ექსტრამედულური სიმსივნეების დიფერენციული დიანოსტიკისათვის;
ზურგის ტვინის სოლიდური სიმსივნეების ზომების განსაზღვრის მიზნით;
ინტრამედულური გავრცელებული სიმსივნეების შეფასების მიზნით.
მთელი სხეულის (სახის ძვლების, კისრის, გულმკერდის და მუცლის ღრუს, სარძევე ჯირკვლის, მენჯის ღრუს ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და მთელი სხეულის სისხლძარღვების) გამოსახვის მიზნით მრტ-ს ჩატარების დროს კონტრასტულობის გაძლიერებისათვის, კერძოდ კი:
სიმსივნეების, ანთებითი პროცესის, სისხლძარღვების დაზიანების გამოსახვის მიზნით;
მითითებული პათოლოგიური პროცესების გავრცელების და საზღვრების დადგენის მიზნით;
პათოლოგიური ცვლილებების შინაგანი სტრუქტურის დიფერენცირების მიზნით;
სისხლით მომარაგების შეფასების მიზნით ნორმალურ და პათოლოგიურ კერებში;
სიმსივნის და ნაწიბუროვანი ქსოვილის დიფერენცირების მიზნით თერაპიის შემდეგ;
მალთაშუა დისკის პროლაფსის რეციდივის გამოვლენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.;
თირკმლის გამოსახვისა და მისი ფუნქციის ნახევრადრაოდენობრივი შეფასების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი