რა დროს გამოიყენება მეთოტრექსატი-ებევე ?

მეთოტრექსატი-ებევე  გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები მეთოტრექსატი გამოიყენება ქორიოკარცინომას, ინვაზიური ბუშნამქერას და ბუშტნამქერას სამკურნალოდ: – ბუშნამქერას დროს პირველადი მკურნალობა მოიცავს საშვილოსნოს ექსტირპაციას და მეთოტრექსატის საშუალებით პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებას. – დაბალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით. – მაღალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის სახით. მეთოტრექსატის ნორმალური ან მაღალი დოზები გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნალობის სახით მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ცნს-ის ლეიკემია და ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობა), ოსტეოსარკომის, არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ბერკიტის ლიმფომის, თავისა და კისრის პროგრესირებადი სიმსივნის, შარდის ბუშტის ინვაზიური სიმსივნის და ფუნგოიდური მიკოზის შორს წასული ფორმების დროს. მეთოტრექსატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიოზული აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება მეორე რიგის ანტირევმატოიდულ პრეპარატებს, მიუხედავად იმისა მიიღება თუ არა ისინი ანთებისსაწინააღმდეგო პროსტაგლანდინების სინთეტაზას ინჰიბიტორებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი