რა დროს გამოიყენება მელეფსინი?

მელეფსინის გამოყენების ჩვენებებია: ეპილეფსია (აბსანსების, მიოკლონური ან დუნე შეტევების გარდა) – პარციალური გულყრები რთული ან მარტივი სიმპტომატიკით. პირველადად ან მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კრუნჩხვებით, გულყრების შერეული ფორმები (მონოთერაპიაში ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში). სამწვერა ნერვის იდიოპათური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს (ტიპიური ან არატიპიური), ენახახის ნერვის იდიოპათური ნევრალგია. მწვავე მანიაკალური მდგომარეობები (მონოთერაპიაში ან კომბინაციაში ლითიუმის პრეპარატებთან და სხვა ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებებთან). ფაზურად მიმდინარე აფექტური აშლილობანი (მათ შორის ბიპოლარული), გამწვავებების პროფილაქტიკა, გამწვავებების დროს კლინიკური გამოვლინებების შესუსტება. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, კრუნჩხვები, ჰიპერაგზნებადობა, ძილის დარღვევა); დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომით. ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ნეიროჰორმონალური ბუნების პოლიურია და პოლიდიფსია. ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება შემდეგი დარღვევების დროს (ჩვენებები დაფუძნებულია კლინიკურ გამოცდილებაზე, კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა): ფსიქოზური აშლილობები (აფექტური და შიზოაფექტური აშლილობები, ფსიქოზები პანიკური აშლილობები, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული შიზოფრენია, ლიმბური სისტემის ფუნქციის დარღვევა); თავის ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტების აგრესიული ქცევა, დეპრესიები, ქორეა; შფოთვა, დისფორია, სომატიზაცია, ხმაური ყურებში, სენილური დემენცია, კლუვერ-ბიუსის სინდრომი (ნუშისებრი კომპლექსის ბილატერალური დესტრუქცია), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობანი, ბენზოდიაზეპინის, კოკაინის მოხსნა; ნეიროგენული გენეზის ტკივილის სინდრომი: პროგრესირებადი მამოძრავებელი ატაქსია, გაფანტული სკლეროზი, გიენ-ბარეს სინდრომი, დიაბეტური პოლინეიროპათია, ფანტომური ტკივილები, „დაღლილი ფეხების“ სინდრომი (ექბომის სინდრომი), ჰემიფაციალური სპაზმი, პოსტტრავმული ნეიროპათიები და  ნევრალგიები, პოსტჰერპესული ნევრალგიები;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი