რა დროს გამოიყენება მეტრონიდაზოლი?

მეტრონიდაზოლის გამოყენების ჩვენებებია: ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა; ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი); სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები); გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა, სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს); ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-ვინსენტას ანგინა); ენდოკარდიტი; ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი); განგრენა; სეპტიცემია თრომბოფლებიტით; პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი