რა დროს გამოიყენება ნეიპოგენი?

ნეიპოგენის გამოყენების ჩვენებებია: ნეიტროპენის ხანგრძლივობის შემცირების და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირის დაქვეითების მიზნით ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ციტოსტატური საშუალებებით ავთვისებიანი დაავადებების გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაზიური სინდრომის გამოკლებით), ასევე ნეიტროპენიის და მისი კლინიკური შედეგების ხანგრძლივობის შესამცირებლად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მიელობლასტიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით. პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის აუტოლოგიური უჯრედების – წინამორბედების მობილიზაცია, მათ შორის მიელოსუპრესიული თერაპიის დროს ჰემოპოეზის აღდგენის დასაჩქარებლად, ამ უჯრედების შეყვანით მიელოსუპრესიის ან მიელობლასტიის შემდეგ. ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რიცხვის გაზრდისათვის და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად ბავშვებში და მოზრდილებში მძიმე თანდაყოლილი, პერიოდული ან ავთვისებიანი ნეიტროპენიით (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 1 კვ.მმ-ში 500-ზე ნაკლებია) და ანამნეზში მძიმე ან რეციდივული ინფექციებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი