რა დროს გამოიყენება ნეტრომიცინი?

ნეტრომიცინის გამოყენების ჩვენებებია: ნეტრომიცინის გამოყენება ნაჩვენებია ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Proteus spp. (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი),Pseudomonas aeruginoza, Staphilococcus spp (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი, მათ შორის პენიცილინ და მეტიცილინ რეზისტენტული შტამები და Neisseria gonorrhoeae. ნეტრომიცინის გამოყენება ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში: ბაქტერიემია, სეპტიცემია (მათ შორის ახალშობილთა სეფსისი); სასუნთქი გზების მძიმე ინფექციური დაავადებები; თირკმელების და შარდსასქესო გზების ინფექციები; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლის ქსოვილის და სახსრების ინფექციები; დამწვრობა, ჭრილობა, პერიოპერაციული ინფექციები; აბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი