რა დროს გამოიყენება ნექსიუმი?

ნექსიუმის გამოყენების ჩვენებებია: გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება: – ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა – ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად; – გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი მჟავადამთრგუნველი თერაპია პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს სისხლდენა პეპტიური წყლულიდან (პრეპარატების ინტრავენური მიღების შემდეგ, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, რეციდივის პროფილაქტიკისთვის). პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ს: – აასს – ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება; – აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა  რისკის ჯგუფის პაციენტებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან სხვა მდგომარეობები, როლებიც ხასიათდება კუჭის ჯირკვლების პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით, მათ შორის იდიოპათიური ჰიპერსეკრეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი