რა დროს გამოიყენება ნიტრომინტი?

ნიტრომინტის გამოყენების ჩვენებებია: ნიტრომინტი გამოიყენება სტენოკარდიის მწვავე შეტევის დროს (ტკივილი გულის არეში) და, ასევე, სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის, პირის ღრუში შესხურების გზით ფიზიკური დატვირთვის წინ; მისი გამოყენება შეიძლება, როგორც დამატებითი საშუალება გადაუდებელ სიტუაციაში მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობისა და, ასევე, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ავსების წნევის შესამცირებლად; ნიტრომინტის აეროზოლით შეიძლება კორონარული არტერიების სპაზმის პროფილაქტიკა კორონაროგრაფიის დროს. პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი