რა დროს გამოიყენება ნოვალანსი?

ნოვალანსის გამოყენების ჩვენებებია: და დოზირება: გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა: 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე. კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი): ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. Helicobacter Pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეული დოზაა ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი