რა დროს გამოიყენება ნონდეპრესი?

ნონდეპრესის გამოყენების ჩვენებებია: 1. ყველა სახის დეპრესია, რეაქტიული დეპრესიის ჩათვლით; დეპრესია, რომელსაც თან ახლავს შფოთვა (კვლევის შედეგების თანახმად, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ 1 წლის განმავლობაში, დადასტურდა მისი ეფექტურობა დეპრესიის რეციდივების პროფილაქტიკისათვის) 2. ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მკურნალობა (მათ შორის შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური თერაპია). ამას გარდა, პაროქსეტინი ეფექტურია ობსესიურ-კომპულსური აშლილობის პროფილაქტიკისთვის. 3. პანიკური აშლილობის, აგორაფობიითა და მის გარეშე, მკურნალობა (მათ შორის შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური თერაპია). ამას გარდა, პაროქსეტინი ეფექტურია პანიკური აშლილობის რეციდივების პროფილაქტიკისთვის. 4. სოციალური ფობიების მკურნალობა (მათ შორის შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური თერაპია). 5. გენერალიზებული შფოთვის მკურნალობა (მათ შორის შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური თერაპია). ამას გარდა, პაროქსეტინი ეფექტურია რეციდივების პროფილაქტიკისთვის. 6. პოსტტრავმული სტრესული სინდრომის მკურნალობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი