რა დროს გამოიყენება ნორმოფოლი?

ნორმოფოლის გამოყენების ჩვენებებია: – ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი); – არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; – ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში; – ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევათა პრენატალური პროფილაქტიკა; – ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ორსულთა ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებითა და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი); – ანემიების პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში; – ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება; – მშობიარობისშემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკა; – პერიფერიული ნეიროპათია; – ფოლის მჟავას ანტაგონისტებითა (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი