რა დროს გამოიყენება ნორმოშპირონი?

ნორმოშპირონის გამოყენების ჩვენებებია: პირველადი ალდოსტერონიზმი: – მკურნალობის ხანმოკლე, ოპერაციის წინა კურსისათვის; – ხანგრძლივი გამოყენებისათვის არაოპერაბელობის ან ავადმყოფის მიერ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. განმეორებით ჰიპერალდოსტერონიზმთან დაკავშირებული შეშუპებების მკურნალობა. გულის შეგუბებითი უკმარისობა სხვა მკურნალობის არაეფექტურობის ან აუტანლობის შემთხვევაში, ან სხვა დიურეზული საშუალებების ეფექტურობის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში. ნეფროზული სინდრომი ძირითადი დაავადების მკურნალობის, დიურეზულების გამოყენების არაეფექტურობის და საკვებში მარილის შეზღუდული რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში. ესენციური ჰიპერტენზია, ძირითადად, ჰიპოკალიემიის დროს კომბინაციაში სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან. ჰიპოკალიემიის მკურნალობა, როდესაც სხვა მკურნალობის გამოყენება არ შეიძლება. სათითურას პრეპარატებით მკურნალობის დროს ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკისათვის, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები მიუღებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი