რა დროს გამოიყენება ნოფუნგი?

ნოფუნგის გამოყენების ჩვენებებია: სისტემური კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და კანდიდა სახეობის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეობები, მათ შორის მუცლის ფარის, ენდოკარდის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები. კრიპტოკოკული ინფექცია, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციები (ფილტვები, კანი და სხვ.). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს ნორმალური იმუნიტეტით, ასევე შიდსის დროს, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ან სხვა მიზეზით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევებში. ფლუკონაზოლის მიღება შეიძლება დამხმარე თერაპიის სახით შიდსის დროს კრიპტოკოკული ინფექციის პროფილაქტიკისათვის. ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: პირხახისა და საყლაპავი მილის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქული ინფექციები, კანიდურია, ლორწოვანი გარსისა და კანის კანდიდოზი, ასევე პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ხმარებასთან დაკავშირებით). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს ავადმყოფს დაქვეითებული იმუნიტეტით. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებული იქნას პირის ღრუს კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის შიდსი-ს დროს. სასქესო ორგანოების კანდიდოზი: კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობა, საშოს მწვავე და მორეციდივე კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 3-ჯერ ან მეტჯერ გამწვავების დროს). სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ონკოლოგიური დაავადების, ნეიტროპენიის, ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს. დერმატომიკოზები: მათ შორის დერმატოფიტია, ადგილობრივი თერაპიის უშედეგობის შემთხვევაში, მაგალითად, ტერფის, საზარდულის ნაოჭისა და კანის მიკოზი. მრავალფეროვანი ლიქენი, კანის კანდიდა სახეობის სოკოვანი დაზიანება, ტერფის ეპიდერმოფიტია, კანის დერმატომიკოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ონიქომიკოზი. ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმა-თი გამოწვეული ინფექცია ავადმყოფებში ნორმალური და არა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დათესვისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე; სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შეიძლება დაზუსტდეს შედეგების მიღების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი