რა დროს გამოიყენება ნუროფენი® საბავშვო?

ნუროფენი® საბავშვოს გამოყენების ჩვენებებია: ნუროფენი® საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომატური მკურნალობისთვის სიცხის დამწევი საშუალების სახით მწვავე რესირატორული დაავადებების (მათ შორის, გრიპის), ბავშვთა ინფექციების, სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება როგორც სიმპტომატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურის ტკივილის, ყელის ტკივილის, მყესების დაჭიმვის, კუნთების ტკივილის, რევმატიული ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს. პრეპარატი განკუთვნილია სიპტომატური თერაპიისათვის, ტკივილის და ანთების შემცირებისთვის გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი