რა დროს გამოიყენება რაენომი?

რაენომის გამოყენების ჩვენებებია: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურალობა რაენომი® ნაჩვენებია  ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისათვის პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ნორმალური სინუსური რითმით და გშს ≥ 70 დარტყმა წუთში.   რაენომი® ნაჩვენებია:  – მოზრდილ პაციენტებში ბეტა-ბლოკატორების აუტანლობის ან გამოყენების უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში; – ან ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში პაციენტებში სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომების არაადეკვატური კონტროლის დროს ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე.             გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა რაენომი® ნაჩვენებია II-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის დროს NYHA (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაცია) მიხედვით  პაციენტებში სისტოლური დისფუნქციით და სინუსური რითმით გშს-ს დროს ≥ 75 დარტყმა წუთში სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის ჩათვლით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი