რა დროს გამოიყენება რეიტოილი?

რეიტოილის გამოყენების ჩვენებებია: –              ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია; –              დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; –              ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; –              სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; –              აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; –              ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; –              კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; –              ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა; –              შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; –              ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება; –              კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული; –              დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).   

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი