რა დროს გამოიყენება რეკორმონი?

რეკორმონის გამოყენების ჩვენებებია: –           ანემია, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასთან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე. –           სიმპტომური თირკმლის დაავადებებით გამოწვეული ანემია პაციენტებში, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან დიალიზზე. –           ანემიიის პროფილაქტიკა დღენაკლულ ახალშობილებში (სხეულის წონა 750-1500 გ და გესტაციის 34 კვირამდე) –           ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში არამიელოიდური სიმსივნეებით და პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას. –  შემდგომი აუტოტრანსფუზიისათვის განკუთვნილი დონორული სისხლის მოცულობის გაზრდა. თრომბოემბოლიების         განვითარების რისკის შემთხვევაში  გასათვალისწინებელია ეპოეტინ ბეტას გამოყენების უპირატესობის განხილვა თრომბოემბოლიის რისკთან მიმართებაში. ზომიერი ანემიის მქონე პაციენტებში (ჰემოგლობინის დონე 10-13 გ/დლ [6.21 – 8.07 მმოლ/ლ]  რკინის დეფიციტის  არარსებობისას პრეპერატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  გეგმიური მასშტაბური ქირურგიული ჩარევა საჭიროებს დიდ რაოდენობით სისხლის გადასხმას (>4 ერთეული ქალებისთვის ან >5 ერთეული მამაკაცებისთვის) და კონსერვირებული სისხლის დიდი  რაოდენობის გადასხმა შუძლებელია ან ვერ ხდება საჭირო რაოდენობის სისხლის მოპოვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი