რა დროს გამოიყენება რიბავირინი (აქტიური ნივთიერება) – RIBAVIRIN?

რიბავირინი (აქტიური ნივთიერება) – RIBAVIRIN გამოყენების ჩვენებებია: რიბავირინი ინტერფენონ ალფა-2b – სთან კომბინაციაში ნაჩვენებია: ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც ადრე ჩაუტარდათ მკურნალობა ინტერფერონ ალფა-2b – თი და ჰქონდათ სასურველი შედეგი (თერაპიული კურსის ბოლოს ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალიზაცია) და რომელთაც შემდეგში აღენიშნათ დაავადების რეციდივი. ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა დიაგნოზი დადასტურებულია ჰისტოლოგიური მონაცემებით და მათ ადრე არ ჩატარებიათ მკურნალობა, არ აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება დეკომპენსაციის ნიშნებით, მომატებული აქვთ ალანინამინოტრასფერაზა, სეროპოზიტიურია C ჰეპატიტის ვირუსის – რნმ-ზე, აღენიშნებათ ფიბროზი და გამოხატული ანთებითი აქტიურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი