რა დროს გამოიყენება როსტალეპტი-როტა?

როსტალეპტი-როტას გამოყენების ჩვენებებია: – შიზოფრენია (მწვავე და ქრონიკული) და სხვა ფსიქოზური მდგომარეობები გამოხატული პროდუქტიული (ჰალუცინაციები, ბოდვა, აზროვნების დარღვევები, აგრესიულობა, ეჭვიანობა) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური გარიყულობა, დუნე აფექტი, ლექსიკის სიღარიბე) სიმპტომებით; – შიზოფრენიის მქონე პაციენტებში აფექტური სიმპტომატიკის შესამცირებლად (დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა); – რეციდივების (მწვავე ფსიქოზური მდგომარეობების) პროფილაქტიკა შიზოფრენიის ქრონიკული მიმდინარეობის დროს; – დემენციის მქონე პაციენტებში ქცევითი დარღვევების მკურნალობა აგრესიული სომპტომების (მრისხანება, ფიზიკური ძალადობა), ფსიქიური აქტივობის დარღვევის (აგზნებადობა, ბოდვა) ან ფსიქოზური სიმპტომების დროს; – მანიების მკურნალობა ბიპოლარული დარღვევების დროს (დამატებითი თერაპიის სახით); – ქცევითი დარღვევების მკურნალობა მოზარდებში 15 წლის ასაკიდან და მოზრდილ პაციენტებში დაქვეითებული ინტელექტუალური დონით ან გონებრივი განვითარების შეფერხებით, იმ შემთხვევებში, თუ დესტრუქციული ქცევა (იმპულსურობა, აუტოაგრესია) წამყვანია დაავადების კლინიკურ სურათში.  გამოყენება პედიატრიაში  არ არსებობს მონაცემები 15 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი