რა დროს გამოიყენება სინუფორტე ?

სინუფორტე  გამოყენების ჩვენებებია: ა) პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება – კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები გენერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეს® იყენებენ ანტიბიოტიკოთერა-პიასთან კომბინაციაში); ბ) შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები (უკანასკნელ შემთხვევაში სინუფორტეთი® მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც); გ) მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები. ალერგიული რინიტების შემთხვევაში, სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუფორტეს® ინტრანაზალური შეყვანიდან, არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუფორტეს® შეყვანამდე 8 – 10 საათით ადრე, ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები; დ) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში, სინუფორტეს® ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად. სინუფორტეს® გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი