რა დროს გამოიყენება სოლსიტ მაქსი-8?

სოლსიტ მაქსი-8-ის გამოყენების ჩვენებებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბიოზის (მიკროფლორის ბალანსის დარღვევა) მკურნალობა და პროფილაქტიკა; მალდიგესტიით და დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა); მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია (შიგელოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია და სხვ.); შიდსთან ასოცირებული დიარეა; Clostridium difficcile – თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი; გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების კომპლექსური თერაპია (ქრ. ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, დუოდენიტი, გასტრიტის, კრონის, უიპლის დაავადება და სხვ.); კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ქრონიკული ატროფიული გასტრო-ენტერიტი; ლაქტულოზას აუტანლობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენითი თერაპია ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით მკურნალობის, სხივური, ჰორომონო – და ქიმიოთერაპიის შემდგომ;  ბავშვებში – ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, დღენაკლულობა, ხელოვნური კვება; კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა; კვებითი ტოქსიკოინფექცია; ზონდით ხანგრძლივი კვებით გამოწვეული დიარეა; მიკროფლორის სტაბილიზება ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთათვის (მეშახტე, მყვინთავი, კოსმონავტი და სხვ.); იმუნიტეტისა და დაავადების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება (ქრონიკული დაღლილობის სინდრომი); ატოპიური დერმატიტი და სხვა ალრგიული გამოვლინებები;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი