რა დროს გამოიყენება სონლაქსი?

სონლაქსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევების ხანმოკლე მკურნალობისათვის (რამოდენიმე დღიდან 4 კვირამდე). ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის დანიშვნა, თუ პაციენტს აღენიშნება გამოხატული უძილობა, გართულებული ჩაძინება ან ძილის დარღვევები, რომლებიც იწვევენ შრომისუნარიანობის დაქვეითებას და სტრესულ მდგომარეობას.  პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: – ორსულობის დროს; – ლაქტაციის პერიოდში; – თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას; – Myasthenia gravis (კუნთების სისუსტე) შემთხვევეში; – სუნთქვის უკმარისობისას და ფილტვების მძიმე დაავადებებისას; – ძილში სუნთქვის ხანმოკლე დარღვევებისას; – წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში;  – თუ ადრე პრეპარატის მიღებას მოჰყვა არასასურველ გვერდი ეფექტი ან ალერგია; – ფსიქიკური დაავადებებისას; – იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს: ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს, ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ქლორპრომაზინი ან ფლუპენტიქსოლი); ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი), საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებებს (დიაზეპამი ან ნიტრაზეპამი), ოპერაციული ჩარევისა და ნარკოზის წინ. სიფრთხილეა საჭირო: ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღებისას შეიმჩნევა თავბრუხვევა ან ძილიანობა. არ არის რეკომენდებული ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლოატაციასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი