რა დროს გამოიყენება სპაზმექსი?

სპაზმექსის გამოყენების ჩვენებებია: შარდსასქესო სისტემა: თირკმლკენჭოვანი დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი, ირადიაციული ტკივილი ზურგში და ბოქვენზედა არეში), ცისტიტი (მტკივნეული შარდვა, ბოქვენზედა და წელის ტკივილები), მწვავე პიელონეფრიტი (ირადიაციული ტკივილი გვერდში). კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები: ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური მოქმედება თირკმლის ჭვალის დროს (94,6%). სპაზმექსი ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულო გამოძევებას. კუჭ-ნაწლავის სისტემა: ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი,ქოლედოქოლითიაზი (ჭვალი, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ზედა კვადრატში, ირადიაციით მარჯვენა ბეჭქვეშა არეში.) დივერტიკულიტი(მწვავე ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში.  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (ტკივილი მუცლის ქვემოთ). გასტროენტერიტი (ტკივილი მუცელში).  კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები: სწრაფად ხსნის კენჭით გამოწვეულ ტკივილებს ნაღვლის ბუშტში შემთხვევათა 96%, ნაწლავების მწვავე და ქრონიკული სინდრომების დროს შემთხვევათა 90 %.  გინეკოლოგიური ჩვენებები: დისმენორეა და მენსტრუალური ტკივილი. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები.  ენდომეტრიოზი. თვითნებური აბორტი ან აბორტის საშიშროება. ნაადრევი მშობიარობა. დიაგნოსტიკური პროცედურები (მილების ჩაბერვა და ა.შ).  კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები: ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს 87% შემთხვევაში ორსულობის შენარჩუნება.  მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისას, 80% შემთხვევაში ორსულობის გაგრძელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი