რა დროს გამოიყენება სტატიკორი?

სტატიკორის გამოყენების ჩვენებებია: გულის იშემიური დაავადების დროს პრეპარატი გამოიყენება: ზოგადი სიკვდილიანობის შესამცირებლად, გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე; კორონარული და სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის შესამცირებლად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის; ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლის რისკის შესამცირებლად; კორონარული სისხლის მომარაგების აღსადგენად მიმართული ოპერაციული ჩარევის რისკის შესამცირებლად (აორტო-კორონარული შუნტირება ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა); კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად. ჰიპერქოლესტერინემიის დროს პრეპარატი გამოიყენება: საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინ/დსლპ-ის შეფარდების შესამცირებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არამედიკამენტური ღონისძიებები არაეფექტურია; კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიის და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია წარმოადგენს რისკის ფაქტორს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი