რა დროს გამოიყენება ტესტოსტერონი პროპიონატი?

ტესტოსტერონი პროპიონატის გამოყენების ჩვენებებია: ჩანაცვლებითი თერაპია პირველადი და მეორადი ჰიპოგონადიზმის, ევნუქოიდიზმის   დროს;   ენდოკრინული გენეზის იმპოტენცია, პოსტკასტრაციული სინდრომი, მამაკაცის კლიმაქსი; უნაყოფობა სპერმატოგენეზის დარღვევის შედეგად, ოლიგოსპერმია; ოსტეოპოროზი, გამოწვეული ანდროგენების დეფიციტით, აკრომეგალია, პროსტატის ჰიპერტროფიის საწყისი სტადიები; ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ქალებში (სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების კიბო), კლიმაქტერული დარღვევები ქალებში (ესტროგენებთან ერთად); ფუნქციური სისხლდენა   ჰიპერესტროგენიზმის დროს; მასტოპათია, სარძევე ჯირკვლების პრემენსტრუალური მტკივნეული დაჭიმულობით; ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა; ანემიის მკურნალობა ქალებსა და მამაკაცებში ეთიოტროპული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში (ეთიოტროპულ თერაპიასთან ერთად). როგორც ანაბოლური საშუალება, ტესტოსტერონ პროპიონატი ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს ცილის გაძლიერებული დაშლა (ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გამოფიტვა, ქირურგიული ჩარევები, მძიმე ტრავმები, ძირითადად მამაკაცებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი