რა დროს გამოიყენება ტრიტაცე 10 მგ?

ტრიტაცე 10 მგ გამოყენების ჩვენებებია:  – არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეული არ არის ორგანული მიზეზებით (პირველადი არტერიული ჰიპერტენზია); – სუსტი ან ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA II-დან III-მდე), გულის მწვავე შეტევის შემდგომ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2-9 დღით ადრე; – თირკმლის გარკვეულ დაავადებათა მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ დიაბეტი (არადიაბეტური გლომერულოპათია, კრეატინინის კლირენსი <70 მლ/წთ/1.73მ3, შარდში პროტეინების გამოყოფა 1 გრ/დღ. მეტი რაოდენობით), განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ამავდროულად აღინიშნება მაღალი არტერიული წნევა; – გულის შეტევისა თუ ინფარქტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილიანობის რისკის შემცირება: მაგალითად, თუ აღინიშნება გულის მხრივ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (გამოხატული გულის იშემიური დაავადება), შაქრიანი დიაბეტი სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, კიდურებში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება), ან ადრე გადატანილი ინფარქტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი