რა დროს გამოიყენება უმეფლუკი?

უმეფლუკის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: ფლუკონაზოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს კულტურებისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე, თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ანტიინფექციური თერაპიის დაწყება.  კრიპტოკოკოზი: მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და ინფექციები სხვა ადგილებში (მაგ. პულმონური, კანის). შეიძლება იმ პაციენტთა მკურნალობა, რომლებსაც აქვთ შიდსი, ტრანსპლანტირებული ორგანო ან იმუნოსუპრესიის სხვა გამომწვევი მდგომარეობები. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებული იყოს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით შიდსის მქონე პაციენტებში კრიპტოკოკური დაავადების რეციდივის პრევენციისათვის.   სისტემური კანდიდოზი: მათ შორის კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმები, რომლებიც მოიცავს მუცლის, ენდოკარდიუმის, თვალის, ფილტვისა და საშარდე ტრაქტის ინფექციებს. შეიძლება კანდიდოზური ინფექციებისადმი წინასწარგანწყობილი პაციენტების მკურნალობა.   მუკოზური კანდიდოზი: მოიცავს ოროფარინგულ, ეზოფაგურ, არაინვაზიურ ბრონქოპულმონურ ინფექციებს, კანდიდურიას, მუკოკუტანურ და ქრონიკულ ორალურ ატროფიულ კანდიდოზს. შეიძლება კომპრომისული იმუნური ფუნქციის მქონე პაციენტთა მკურნალობა. გამოიყენება შიდსის მქონე პაციენტებში ოროფარინგული კანდიდოზის რეციდივის პრევენციისათვის. სასქესო ორგანოების კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე და პრევენცია ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შესამცირებლად (წელიწადში 3 ან მეტი ეპიზოდი), კანდიდოზური ბალანიტი.   სოკოვანი ინფექციის პრევენცია: ავთვისებიანობის მქონე პაციენტებში, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან ამგვარი ინფექციებისადმი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის შედეგად. დერმატომიკოზი: მათ შორის ტინეა პოდეს, ტინეა ცორპორის, ტინეა ვერსიცოლორ, ტინეა უნგუიუმ (ონიქომიკოზი) და კანის კანდიდა ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი