რა დროს გამოიყენება უნიდოქს სოლუტაბი?

უნიდოქს სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: – სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ტრაქეიტი, ბრონქოპნევმონია, წილოვანი პნევმონია, არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა; _ ლორ ორგანოების ინფექციები, მათ შორის ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი; _ შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, პიელონეფრიტი, ბაქტერიული პროსტატიტი, ურეთრიტი, ურეთროცისტიტი, უროგენიტალური მიკოპლაზმოზი, მწვავე ორქიეპიდიდიმიტი; ენდომეტრიტი, ენდოცერვიციტი და სალპინგოოფიორიტი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში; მათ შორის ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით; უროგენიტალური ქლამიდიოზი, სიფილისი პენიცილინის აუტანლობის მქონე პაციენტებში, გაურთულებელი გონორეა (როგორც ალტერნატიული თერაპია), საზარდულის გრანულომა, ვენერიული ლიმფოგრანულომა. _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლერა, იერსინიოზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, გასტროენტეროკოლიტი, ბაცილარული და ამებური დიზენტერია, “მოგზაურთა” დიარეა); _ კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (ჭრილობის ინფექციების ჩათვლით ცხოველების ნაკბენის შემდეგ), ფერიმჭამელური მძიმე დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); _ სხვა დაავადებები: ფრამბეზია, ლეგიონელოზი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ქლამიდიოზი (მათ შორის პროსტატიტი და პროქტიტი), რიკეტსიოზი, ქუ – ცხელება, მთის ლაქოვანი ცხელება, ტიფი (მათ შორის გამონაყრით, ტკიპის, შექცევადი), ლაიმის დაავადება (1 სტადია – erythema migrans), ტულარემია, ჭირი, აქტინომიკოზი, მალარია; თვალის ინფექციური დაავადებები კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში-ტრაქომა; ლეპტოსპიროზი, პსიტაკოზი, ორნიტოზი, ციმბირის წყლული (მათ შორის ფილტვის ფორმა), ბარტონელეზი, გრანულოციტარული ერლიხიოზი, ყივანახველა, ბრუცელოზი, ოსტეომიელიტი, სეფსისი, ქვემწვავე სეფტიური ენდოკარდიტი, პერიტონიტი; _ ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა; მალარიები გამოწვეული Plasmodium falciparum, ხანმოკლე მოგზაურობისას (4 თვეზე ნაკლები) ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებულია შტამები, რომლებიც გამძლეა ქლოროქინის და/ან პირიმეტამინ-სულფადოქსინის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი