რა დროს გამოიყენება ფლექსიდი?

ფლექსიდის გამოყენების ჩვენებებია: მოზრდილებში ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ: – მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (დიაგნოსტირებული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობის ეროვნული და (ან) ადგილობრივი სახელმძღვანელოების შესაბამისად, ჩვეულებრივ მათი საწყისი მკურნალობისთვის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების მიზანშეუწონლობის ან არა ეფექტურობისას); – ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (დიაგნოსტირებული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობის ეროვნული და (ან) ადგილობრივი სახელმძღვანელოების შესაბამისად, ჩვეულებრივ მათი საწყისი მკურნალობისთვის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების მიზანშეუწონლობის ან არა ეფექტურობისას); – საავადმყოფოს გარე პნევმონია (ჩვეულებრივ მათი საწყისი მკურნალობისთვის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების მიზანშეუწონლობის ან არაეფექტურობისას); – შარდის გამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციები; – შარდის გამომყოფი გზების გართულებული ინფექციები, პიელონეფრიტის ჩათვლით; – ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი; – კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები. დანიშვნის წინ აუცილებელია ფტორქინოლონების გამოყენების თაობაზე არსებული ადგილობრივი სახელმძღვანელოების გათვალისწინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი