რა დროს გამოიყენება ფლოგენზიმი?

ფლოგენზიმის გამოყენების ჩვენებებია: კომპლექსურ თერაპიაში ქირურგია: პოსტოპერაციული მდგომარეობის მკურნალობა (ანთება, თრომბოზები, შეშუპება) შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკა, პოსტოპერაციული ლიმფური შეშუპების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ტრავმატოლოგია: მოტეხილობები, ამოვარდნილობები, დაჟეჟილობები, მყესების გაგლეჯა და დაჭიმვა, დამწვრობა. ანგიოლოგია: ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზები და თრომბოფლებიტები, პოსტტრომბოფლებიტური დაავადებების ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ენდარტერიტის და ათეროსკლეროზის მკურნალობა. მორეციდივე ფლებიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა. უროლოგია: შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადების გამწვავებების მკურნალობა. ცისტიტი, ურეთრიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი. გინეკოლოგია: მწვავე და ქრონიკული დაავადებების გამწვავებების მკურნალობა (ადნექსიტი, სალპინგოოოფორიტი), მასტოპათია, კლიმაქტერიული პერიოდის გართულებები, აგრეთვე ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გართულების გამოხატულებისა და სიხშირის შემცირების მიზნით. კარდიოლოგიური: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება. გასტროენტეროლოგია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება. რევმატოლოგია: რევმატოიდული ართრიტის გამწვავება, ბეხტერევის დაავადება, რეაქტიული ართრიტი, ოსტეოართოზის გამწვავება, რბილი ქსოვილების რევმატიზმი. ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი