რა დროს გამოიყენება ფლუკორალი?

ფლუკორალის გამოყენების ჩვენებებია: სისტემური კანდიდოზი ავადმყოფებში ნეიტროპენიით ან მის გარეშე, დისემინირებული კანდიდოზი (მათ შორის ქრონიკული) და პროგრესირებადი კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები, როგორიცაა პერიტონეული, ენდოკარდიული და ინტრატრაქეული, შარდგამომყოფი გზების ინფექციები. ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, კანდიდოზური ინფექციის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ციტოსტატური პრეპარატების იმუნოდეპრესანტების მიღების შემთხვევაში, აგრეთვე ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფ ავადმყოფებში; ლორწოვანი გარსების კანდიდოზი-ოროფარინგეული, ეზოფაგური, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, კანდიდურია. პირის ღრუს ზედაპირული და ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (შიდსით ინფიცირებული პაციენტების და იმუნოდეფიციტით დაავადებული ავადმყოფების ჩათვლით); ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და მორეციდივე); შიდსით და იმუნოსუპრესიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ; დერმატომიკოზები (განსაკუთრებით ადგილობრივი მკურნალობის მიმართ რეზისტენტული კანის მძიმე სოკოვანი ინფექციები), როგორიცაა: დერმატოფიტების და კანდიდას მიერ გამოწვეული ტერფის დერმატოფიტია, მრავალფეროვანი ლიქენი; ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში მიელოტრანსპლანტაციის შემდეგ და ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატური ან იმუნოსუპრესიული მკურნალობა კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი