რა დროს გამოიყენება ფლუკამი?

ფლუკამის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მიკოლოგიური ანალიზის შედეგების მიღებამდე, ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ საჭიროა მკურნალობის სქემის შესაბამისი კორეგირება. ფლუკონაზოლი ინიშნება პათოგენური სოკოებით გამოწვეული შემდეგი დაავადებებისას: – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკული მენინგიტისა და ამავე ინფექციის სხვა ლოკალიზაციების (ფილტვი, კანი და სხვა) ჩათვლით. – გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების –მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების, სხვა ორგანოების – ჩათვლით. – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი პირის ღრუსა და ხახის, საყლაპავის, არაინვაზიური ბრონქოპულმონალური კანდიდოზის, კანდიდურიის, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის, კბილის პროთეზის ხმარებით გამოწვეული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის ჩათვლით. – გენიტალური კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზის (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე) ჩათვლით. – სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო და სხივური თერაპიის ფონზე. – კანის მიკოზები ტერფის, სხეულისა და საზარდულის მიკოზის ჩათვლით; ქატოსებრი ლიქენი, ონიქომიკოზი და კანის კანდიდოზი. – შისტემური ენდემური მიკოზები, მათ შორის კოქციდიომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ნორმალური იმუნიტეტის მკონე პირებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი