რა დროს გამოიყენება ცერვუჟიდი?

ცერვუჟიდის გამოყენების ჩვენებებია: – აერობული და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა  (მათ შორის, Clostridium spp) – ვაგინალური ტრიქომონათი (Trichomonas vaginalis) გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა; – Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა; – სოკოთი გამოწვეული ვაგინიტის  მკურნალობა; – მიქსინფექციების, მათ შორის E.coli, Trichomonas vaginalis, Candida spp და Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტის  მკურნალობა; – ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენცია ქალებში, რომელთაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული თერაპია, ქიმიოთერაპია ან კორტიკოსტეროიდებით თერაპია და ქალებში, რომლებიც გადიან სხივური თერაპიის კურსს; – ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენცია იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კვლევითი ან ქირურგიული ჩარევა გენიტალიებში (ჰისტეროსალპინგოგრაფია, ენდომეტრიუმის ბიოფსია და ა.შ.); – პათოგენური ფლორის მკურნალობისათვის:  Babes Papanicolau ციტოტესტისთვის ნაცხის აღებამდე (პაპ ნაცხი), რათა დადგინდეს მიკროსკოპული სფერო და გაუმჯობესდეს ციტოტესტის ინტერპრეტაცია;  ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები განკუთვნილია ზრდასრული ქალების მიერ გამოსაყენებლად. საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება დაენიშნოთ მოზარდებსაც.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი