რა დროს გამოიყენება ცეფოპერაზონი?

ცეფოპერაზონის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება იმ ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევი მიკროორგანიზმები მგრძნობიარენი არიან მის მიმართ: ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; შარდ-სასქესო სისტემების ინფექციები, მათ შორის გონორეა; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (ენდომეტრიტი და სხვა); პერიტონიტი, ქოლეცისტიტი და სხვა აბდომინალური ინფექციები; სეფსისი; რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციური დაავადებები; სახსრებისა და ძვლების ინფექციები. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე გინეკოლოგიური, აბდომინალური, ტრავმატოლოგიური, თორაკალური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი