რა დროს გამოიყენება ცეფოტაქსიმ სანდოზი?

ცეფოტაქსიმ სანდოზის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (იხ. ნაწილი 5.1 "ფარმაკოდინამიკა"): – ბაქტერიული პნევმონია; ცეფოტაქსიმი არ არის აქტიური იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც იწვევს ატიპიურ პნევმონიას ან ბაქტერიების სხვა ზოგიერთი სახეობის მიმართ, რომლებიც პნევმონიას იწვევს, მაგალითად, P. aeruginosa (იხ. ნაწილი 5.1 "ფარმაკოდინამიკა"); – თირკმლებისა და ზედა საშარდე გზების გართულებული ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების მძიმე ინფექციები;  – სასქესო ორგანოების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გონოკოკებით (განსაკუთრებით პენიცილინის გამოყენებისგან ეფექტის არარსებობისას ან მის მიმართ უკუჩვენებას არსებობისას); – მუცლის ღრუს ინფექციები (მაგალითად, პერიტონიტი). ამ შემთხვევაში ცეფოტაქსიმი უნდა გამოყენებულ იქნას ანაერობული ფლორის მიმართ აქტიურ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში; – მწვავე ბაქტერიული მენინგიტი (განსაკუთრებით გამოწვეული H. influenzae, N. meningitidis, S. pneumoniae, E. coli, Klebsiella spp. მიერ); – სეპტიცემია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვების, შარდგამომყოფი გზების ან მსხვილი ნაწლავის ინფექციასთან (გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების გამოვლენის დროს განიხილება სხვა გამოსადეგ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში). მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელოები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი