რა დროს გამოიყენება ცეფუროქსიმი ჰუმანითი?

ცეფუროქსიმი ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: ნაჩვენებია იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმებით: • სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფექციური ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს პოსტოოპერაციული  ინფექცია. • ოტოლარინგული ინფექციები: სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი. • საშარდე გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი და  ასიმპტომური ბაქტერიურია. • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, ცელულიტი, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექციები.  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები; ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი. • მენჯის ღრუს ინფექციები. • გონორეა:განსაკუთრებით, როდესაც არ არის შესაძლებელი პენიცილინით მკურნალობა.  • სხვა ინფექციები: სეფსისისა, პერიტონიტის და მენინგიტის ჩათვლით. მუცლისა და მენჯის ორთოპედიული ქირურგია. გულის, ფილტვის, საყლაპავი მილის და სისხლძარღვოვანი ქირურიგია, სახსრის პროტეზირების შემდგომი ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი