რა დროს გამოიყენება ციპრინოლი?

ციპრინოლის გამოყენების ჩვენებებია: •          ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: •          სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია (პნევმოკოკური პნევმონიის  გარდა), მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოეკტაზური დაავადება, მუკოვისციდოზის ინფექციური გართულება (გამოწვეული Pseudomonas aeruginosa); •          გართულებული პიელონეფრიტი; •          მცირე მენჯის და სასქესო ორგანოების ინფექციები (ეპიდიდიმოორქიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულარული აბსცესი და პელვიოპერიტონიტი); •          მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით: მუცლისშიდა აბსცესი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან კომბინაციაში); •          კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: ინფიცირებული წყლული, ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა, აბსცესები, ფლეგმონა; •          საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი; •          ინფექციები უმუნოდეფიციტის ფონზე (გამოვლენილი თერაპიის ფონზე იმუნოდეპრესიური სამკურნალო საშუალებებით ან ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში); •          ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას (უროლოგიური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი