რა დროს გამოიყენება ციპრო-დენკი 500?

ციპრო-დენკი 500 გამოყენების ჩვენებებია: ციპრო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მიზნით: ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ინფექციები – სასუნთქი გზების; გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების ანთება (ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს). – შარდის ბუშტის (მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ინფექციები ცისტიტი). – საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის ანთების ფორმა). – რეპროდუქციული ორგანოების, მათ შორის მწვავე ანთება გაურთულებელი გონორეა, პროსტატის ანთება(პროსტატიტი) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის: კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთება (გასტროენტერიტი) – კანის და რბილი ქსოვილების – ძვლების და სახსრების. მძიმედ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე, მაგალითად ბაქტერიის პენეტრაცია სისხლში (სეპტიცემია); პერიტონიუმის ანთება (პერიტონიტი) პერიტონიტის შემთხვევაში ინიშნება დამატებით სხვა ანტიბიოტიკი, რადგან ზოგიერთი ბაქტერია (ანაერობი) უფრო ნაკლებად არის მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ. ინფექციები სუსტი რეზისტენტობის მქონე პაციენტებში (პაციენტები, რომელთაც მკურნალობენ იმუნსუპრესიული პრეპარატებით). ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis – თან კონტაქტის შემდეგ. ბავშვები და მოზარდები: ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis – თან კონტაქტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი