რა დროს გამოიყენება ციპრონექსი?

ციპრონექსის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციები, რომლებიც გამოწვეული არიან ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: სასუნთქი გზების, სინუსიტების, მწვავე ბრონქიტისა და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს; ფილტვების ანთება გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით (ციპროფლოქსაცინი არ არის პირველი რიგის პრეპარატი პნევმოკოკური პნევმონიის სამკურნალოდ); შარდგამომყოფი გზების: გაურთულებელი და გართულებული ანთება შარდგამომყოფი არხის, შარდის ბუშტის ანთება, თირკმლი ფიალების ანთება, წინამდებარე ჯირკვლის ანთება; საშვილოსნოს ყელისა და შარდსადინარი არხის გაურთულებელი გონორეული ანთება; მუცლის ღრუს ინფექციები: ბაქტერიული დიარეა (მძიმე ფორმა), მუცლის ტიფი; ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ანთება, ნაღვლის ბუშტის აბსცესი; ინფექციების გართულებები. მაგ: პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი (ჩვეულებრივ ციპროფლოქსაცინს ნიშნავენ მეტრონიდაზოლთან ერთად); ზოგადი მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბაქტერიემია, სეფსისი, ინფექციები პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი