რა დროს გამოიყენება ჰერცეპტინი?

ჰერცეპტინის გამოყენების ჩვენებებია:  ძუძუს კიბო მეტასტაზური ძუძუს კიბო (MBC) ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნის HER2ჰიპერექსპრესია: ა)         მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებსაც მეტასტაზური კიბოს გამო უკვე ჩატარებული აქვთქიმიოთერაპიის ერთი ან მეტი სქემა. ბ)         პაკლიტაქსელთან ან დოცეტაქსელთან კომბინაციაში   იმ პაციენტებში, რომელთაც არ მიუღიათ ქიმიოთერაპია მათი  მეტასტაზური დაავადების გამო გ) არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბო.  ძუძუს ადრეული კიბო (EBC) ჰერცეპტინი ნაჩვენებია HER2 დადებითი ძუძუს ადრეული კიბოს სამკურნალოდ  ოპერაციის, ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის (საჭიროების შემთხვევაში) შემდეგ. კუჭის შორსწასული კიბო ჰერცეპტინი კაპეციტაბინთან ან ინტრავენურ 5-ფტორურაცილთან და პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაშინაჩვენებია HER2-დადებითი კუჭისა და გასტროეზოფაგური შენართის შორსწასული ადენოკარცინომის მქონე პაციენტებში, რომელთაც მანამდე არ ჩატარებიათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა მეტასტაზებთან საბრძოლველად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი