რა დროს გამოიყენება D-კალცინი?

D-კალცინის გამოყენების ჩვენებებია: _ რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა; _ კალციუმის ცვლის დარღვევები, თანმდევი ოსტეოპათიით, სპაზმოფილიით, პარესთეზიებით, ტრემორით, ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევით და კბილების ამოჭრის შეფერხებით, ორგანიზმის ინტენსიური განვითარების პერიოდში ზრდის შეფერხებით; _ სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა; _ მდგომარეობები, რომლის დროსაც იზრდება მოთხოვნილება D ვიტამინსა და კალციუმზე: • ბავშვები, რომლებიც არიან ძუძუთი კვებაზე და/ან ნაკლებად იმყოფებიან ჰაერზე; • ბავშვები, რომლებიც არიან ხელოვნურ კვებაზე D ვიტამინის დეფიციტით; •  მალაბსორბციის სინდრომი, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია; • ვეგეტარიანული დიეტა, მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით; • ნერვული სისტემის გამოფიტვა; • სტეატორეა; • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;     • ავადმყოფები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ჰორმონული პრეპარატებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით, იმუნოდეპრესანტებით, ალუმინის შემცველი ანტაციდებით, დიურეტიკებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი