რა დროს გამოიყენება IVF-C?

IVF-C-ის გამოყენების ჩვენებებია: კაცებში IVF-C ინიშნება, რათა სათესლეს ინტერსტიციული უჯრედების (ლეიდიგის უჯრედები) სტიმულირების შედეგად წარმოიქმნას ანდროგენები, ხოლო ქალებში ინიშნება ციკლის II ფაზაში ყვითელი სხეულის ფუნქციის შენარჩუნების და პროგესტერონის სეკრეციის სტიმულირების მიზნით.  IVF-C გამოიყენება საკვერცხის ფოლიკულების საბოლოო განვითარების და მომწიფებისათვის და ასევე ოვულაციის გამოსაწვევად. ამის გამო, IVF-C ინიშნება ფოლიმონის (უროფოლიტროპინის) ან IVF-M (მენოტროპინის) მიღების შემდეგ, როდესაც მოხდება ფოლიკულის მომწიფება.  ჰიპოგონადოტროპული დარღვევები: კრიპტორქიზმი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპოგონადოტროპული ევნუქოიდიზმი, სპერმის ასთენია, აზოოსპერმია, ჰიპომენორეა (გახანგრძლივებული ფოლიკულარული ფაზა), ჰიპერმენორეა ან მეტროპათიული ჰემორაგია, მოსალოდნელი აბორტი, განმეორებადი აბორტი, პირველადი და მეორადი ამენორეა ან ანოვულატორული ციკლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი