რა დროს გამოიყენება IVF-M ინექცია 75IU, 150 IU ?

IVF-M ინექცია 75IU, 150 IU – ის გამოყენების ჩვენებებია: ქალებში: პირველადი და მეორადი ამენორეა, ჰიპომენორეა, ანოვულატორული მენსტრუაცია, მშობიარობის, მათ შორის ჩიარი-ფრომელის ან შიხანის სიმპტომის (მშობიარობის შემდეგ განვითარებული ჰიპოფიზის ნეკროზი) შემდეგ განვითარებული ამენორეა, არგონს-კასტილეს სინდრომი (ამენორეული გალაქტორეა). ისევე როგორც ქალებში, IVF-M ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდას და მომ-წიფებას, ასევე ხელს უწყობს ესტროგენების დონის გაზრდას და ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. IVF-M გამოიყენება ოვულაციის ინდუქციის მიზნით ამენორეის მქონე ან ანოვულაციურ ქალებში, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული ან არარეგულარული ციკლი, რის შემდეგაც შეჰყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ, IVF-C). მამაკაცებში: ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია, ჰიპოგონადიზმი, ევნუქოიდიზმი. IVF-M კაცებში მოქმედებს სათესლე მილებში არსებულ სერტოლის უჯრედებზე, აძლიერებს ანდროგენის შემბოჭველი ცილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. IVF-M და IVF-C-ს მკურნალობა ინიშნება პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე კაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი