რესკუვოლინი საინექციო ხსნარი / RESCOVULIN Solution for injection ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რესკუვოლინი საინექციო ხსნარი –  ორსულობა ამჟამად არ არსებობს შესაფერისი და კარგად ჩატარებული კლინიკური გამოკვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ცხოველების რეპროდუქციულ სისტემაზე კალციუმის ფოლინატის მოქმედების შესახებ ოფიციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა. მონაცემები ფოლის მჟავის მავნე ზემოქმედების შესახებ ორსულობის დროს არ მოიპოვება. ორსულობის დროს მეთოტრექსატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფთან დაკავშირებულ რიკს. თუ მიუხედავად ორსულობისა ან ლაქტაციისა, უნდა მოხდეს მეთოტრექსატით ან სხვა ფოლატური ანტაგონისტით მკურნალობის ჩატარება, არანაირი შეზღუდვა კალციუმის ფოლინატის გამოყენებისა ტოქსიურობის შემცირებისთვის ან ეფექტების წინააღმდეგ, არ არსებობს. 5-ფტორურაცილის  ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია; ეს აგრეთვე შეეხება კალციუმის ფოლინატის და 5-ფტორურაცილის კომბინირებულ გამოყენებას. აგრეთვე იხილეთ მეთოტრექსატის ჯამური მახასიათაბლები; სხვა ფოლატების ანტაგონისტების და 5-ფტორურაცილის შემცველი სამედიცინო პრეპარატები.  ლაქტაციის პერიოდი არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა კალციუმის ფოლინატი ადამიანის რძეში. კალციუმის ფოლინატი გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული მითითებების მიხედვით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი