რილეის-სანოველ პლუსი / Rilace-Sanovel Plus ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რილეის-სანოველ პლუსი –  ორსულობის კატეგორიები C/D ორსულობის დროს ლიზინოპრილის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. შესაბამისად აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ინტოქსიკაციის რისკი ბოლომდე განსაზღვრული არ არის. აგფ ინჰიბიტორები გადიან პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ შესაძლებელია იმ სტრუქტურების დაზიანება, რომლებიც არეგულირებენ ნაყოფის არტერიულ წნევას. ლიზინოპრილის გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში იწვევს ოლიგოჰიდრამნიოზის, არტერიული ჰიპოტონიის, ოლიგურიის, ანურიის განვითარებას და ნაყოფის თავის ქალის ძვლების ფორმირების პროცესის დარღვევას.  ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა (ჰიდროქლორთიაზიდის 50-ჯერადი დოზით) გამოავლინა ტერატოგენული ეფექტების არარსებობა. რილეის-სანოველი პლუსის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი აგფ ინჰიბიტორების, გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის წონის შემცირება. ამ მიზეზით რილეის-სანოველი პლუსის მიღება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. ბოლომდე არ არის დადგენილი აღწევს თუ არა ლიზინოპრილი დედის რძეში. ცნობილია თიაზიდური დიურეზული საშუალებების დედის რძეში შეღწევადობის უნარი. ახალშობილებში შესაძლო სერიოზული გართულებების განვითარებისა და დედისათვის პოტენციური სარგებლის გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისად ლაქტაციის ან რილეის-სანოველი პლუსის მიღების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი